სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფრედი მერკურის ფანებმა მისი საფლავი ამოთხარეს

„1991 წელს ლეგენდარული Queen-ის სოლისტის ფრედი მერკურის გარდაცვალების შემდეგ მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა, ფერფლი კი ფრედის უახლოეს მეგობარსა და საყვარელს მერი ოსტინს გადაეცა“ - ეს მერკურის თაყვანისმცემლებისთვის კარგად ნაცნობი ინფორმაცია გახლავთ, თუმცა Queen-ის ბრიტანელი ფანების ჯგუფს აღნიშნულმა ფაქტმა ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე „თავდასხმაში“ ხელი ვერ შეუშალა.

საქმე იმაშია, რომ მერკურის თაყვანისმცემლებმა ერთ-ერთ საფლავზე აღმოაჩნეს მემორიალური დაფა შემდეგი წარწერებით: “In Loving Memory of Farrokh Bulsara” („ფაროხ ბულსარას სამახსოვროდ“ - ეს ერკურის ნამდვილი სახელი და გვარია) და “Pour être toujours près de toi avec tout mon amour” (რათა, მუდამ ვიყო შენთან მთელი ჩემის სიყვარულით).

სწორედ ამ მემორიალური დაფის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ საფლავი ფრედი მერკურის ეკუთვნოდა. მერკურის ფანებმა კი გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, იყო თუ არა საფლავში მერკურის ცხედარი ან ფერფლი, რის გამოც საფლავი ამოთხარეს.

აღნიშნულთან დაკავშრებით ინტერნეტში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა, ამიტომ დაზუსტებით არავინ იცის რა ნახეს ფანატებმა საფლავში.

აღსანიშნავია, რომ ფრედი მერკურის ანდერძის თანახმად მისი საფლავის ადგილსამყოფელი არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ მისმა მშობლებმაც კი ვერ გაიგეს. „მსურს ჩემი დაკრძალვის ადგილი მხოლოდ მერი ოსტინმა იცოდეს“-განაცხადა მერკურიმ სიკვდილამდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100