Instagram-მა მადონას წაუშალა ფოტოები, რომლებზეც მკერდი უჩანდა
ამერიკელი მომღერალი მადონა Instagram-ზეა განაწყენებული. მიზეზი მისი ფოტოების წაშლაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. როგორც ირკვევა, მომღერალმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, როგორც CNN-ი წერს, მკერდი უჩანდა. როგორც Instagram-ის მფლობელ კომპანია Meta-ში აცხადებენ, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის ფოტოზე იქნება დარღვეული მათი წესები და შიშველი გამოსახულების გამოქვეყნების შემთხვევაში, მას აუცილებლად წაშლიან. მოგვიანებით, მადონამ ფოტოები მაინც გამოაქვეყნა, თუმცა, მკერდი ემოჯით დაფარა. „ჩემთვის გასაოცარია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, რომელიც საშუალებას აძლევს ქალს, სხეულის ყოველი სანტიმეტრი აჩვენოს, გარდა მკერდის თავებისა. თითქოს ეს არის ქალის ანატომიის ერთადერთი ნაწილი, რომლის სექსუალიზაციაც შეიძლება, მკერდის თავებისა, რომელიც კვებავს ბავშვს!“, - დაწერა მან ახალი ფოტოს აღწერაში.
კომენტარი