სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დენისოვი: ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაშვება პოლიტიკურად გადაწყვეტილია

საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის და ღვინის რუსულ ბაზარზე დაშვება პოლიტიკურად გადაწყვეტილია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ანდრეი დენისოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დარჩენილია ტექნიკური პროცედურების მოგვარება, რომელიც ორივე მხარემ უნდა გააფორმოს.

როგორც დენისოვმა განაცხადა, რუსეთის სანიტარული სამსახური არ აპირებს, ქართულ პროდუქციას დამატებითი მონიტორინგი ჩაუტაროს.

"ამის გარდა, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, რომელსაც სხვათა შორის მხარი დაუჭირა საქართველომ, ჩვენ გვაქვს პროცედურები, რომელსაც ითვალისწინებს შეთანხმებები და ვალდებულებები",-განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100