სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლისაბონის სამიტზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

მსოფლიო ლისაბონის სამიტს ინტერესით ელოდება. კეთდება სხვადასხვა განცხადებები, პროგნოზები. რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო რაიმე ცვლილებებს ამ სამიტისაგან და, ზოგადად, როგორ წარიმართება პროცესები, ამ საკითხების შესახებ "დრონი.ჯი"-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სადფსფდსფსდფსდ
– როგორ ფიქრობთ, ლისაბონის სამიტზე რუსეთსა და ნატოს შორის მოსალოდნელია რაიმე სერიოზული შეთანხმების მიღწევა?
სადფსფდსფსდფსდ
– ნატოსა და რუსეთს შორის შეთანხმება უკვე, ფაქტობრივად, მიღწეულია. ესაა, ავღანეთში თანამშრომლობის გაფართოება და რუსული ვერტმფრენების მიყიდვა. ეს საკითხები დოვილშიც გადაწყდა და რასმუსენის მოსკოვში ვიზიტისასაც. ეს, რაც ოფიციალურად იქნება ცნობილი. რა მოხდება კონფიდენციალურ შეხვედრებზე, რაც არ გახმაურდება, იგივე საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი, არავინ იცის.
სადფსფდსფსდფსდ
ბუნებრივია, რუსეთი შეეცდება მიიღოს გარანტიები, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დიდი ხნით გადაიდოს. ძნელი სავარაუდოა, რომ ბრიუსელი ამაზე დათანხმდეს. მაგრამ რუსეთი ამ საკითხს ნამდვილად დააყენებს.
სადფსფდსფსდფსდ
– რა შეიცვლება ამ სამიტზე მსოფლიოსათვის?
სადფსფდსფსდფსდ
– ნებისმიერ შემთხვევაში, სამიტზე მოხდება ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობის გაფართოება, რა მასშტაბებსა და დეტალებში, ამაზე საუბარი ძნელია. როგორც აღვნიშნე, ბევრი რამ ოფიციალურად არ გავრცელდება, რუსეთს ოპტიმისტური განწყობა აქვს, მაგრამ ანალოგიური განწყობა აქვს ბრიუსელსაც. დღეს ისეთი კონიუნქტურაა, რომ ბრიუსელისა და მოსკოვის თანამშრომლობა უფრო ქმედითი უნდა გახდეს, ეს ცხადია და აუცილებლად მოხდება.
სადფსფდსფსდფსდ
– მოსალოდნელია თუ არა საქართველოსთან დაკავშირებით ამ სამიტზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება?
სადფსფდსფსდფსდ
– საქართველოსთან მიმართებაში ნატოს პრინციპული პოზიცია გააჩნია.
ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ადრე თუ გვიან გახდება ნატოს წევრი, არ შეიცვლება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია თვითონ საქართველოზე და არა, ვთქვათ, რუსეთის პოზიციაზე, ეს რჩება ბრიუსელის ოფიციალურ პოზიციად.
სადფსფდსფსდფსდ
მაგრამ რაიმე გარღვევას საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დიდ სერიოზულ ნაბიჯს, ამ სამიტზე არ უნდა ველოდოთ. თუმცა, არც გაუარესება იქნება. რა სიტუაციაც არის, ეს დარჩება - დაფიქსირდება დღევანდელი სტატუს კვო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100