სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ვარსკვლავები დღეს დოკუმენტებთან სიფრთხილეს გირჩევენ. გადაწყვეტილების მიღებისას თანამშრომლების მოსაზრებებს ნუ დაეყრდნობით. დამხმარეების შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, უპირატესობა მიანიჭეთ პატიოსან და შრომისმოყვარე ნაცნობებს.

კურო – დღეს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ძალიან ახლობელმა და ერთგულმა ადამიანებმა, შესაძლოა, მოულოდნელად უპასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ახალი საქმიანობის წამოწყების მთავარი მიზეზი ფინანსური ინტერესი იქნება.

ტყუპები – ცუდი დღეა მომავალი გეგმების შესადგენად. არასრულმა და არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ. ოჯახში ფარული კონფლიქტია მოსალოდნელი.

კირჩხიბი – დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება იყოს მცადი, ან არასწორი. სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენში ეჭვს იწვევენ. ნუ ენდობით ჭორებს. სეირნობისას, ან მოგზაურობისას ორმაგი სიფრთხილე გმართებთ, შესაძლოა, ხულიგნების მსხვერპლი გახდეთ.

ლომი – გარშემომყოფებისადმი ზედმეტ ნდობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. განწყობას მატერიალური ზარალი და იმედგაცრუება გაგიფუჭებთ. თავი შეიკავეთ ფულის დახარჯვისაგან. მეგობრების რჩევებმა, შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ.

ქალწული – რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში მხოლოდ თქვენი საკუთარი საღი აზრი დაგეხმარებათ. თუ არ გსურთ უკვე არსებულ პრობლემას ახალი დაამატოთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს.

სასწორი – საქმის წამოწყებამდე კარგად განასხვავეთ ერთმანეთისგან თქვენი და სხვების პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღის განმავლობაში სხვების პრობლემის გადაჭრაზე მოგიწევთ ზრუნვა. სასურველია, ასევე ერთმანეთისგან განასხვავოთ რეალური და ყალბი პრობლემები.

მორიელი – დღეს მომავლის იმედი დაგეკარგებათ. ნუ ეცდებით გარშემომყოფების ტყუილში გამოჭერას. ცუდი დროა ტექნიკური და სამეცნიერო გამოგონებებისათვის.

მშვილდოსანი – დღეს ვარსკვლავები სიტყვით გამოსვლას არ გირჩევენ. უკვე შედგენილ გეგმებში კორექტირებას ნუ შეიტანთ. თქვენი უფროსი, ან პარტნიორი უსამართლოდ მოგექცევათ.

თხის რქა – მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი საქმიანობის დროს მერყეობას გამოიჩენთ. მოვლენების პროგრესულ განვითარებას ყალბი ინფორმაცია შეუშლის ხელს. თუმცა, თქვენი შეცდომაში შეყვანა დღეს ადვილი არ იქნება.

მერწყული – დიდი ალბათობაა, რომ დღეს მსხვერპლის როლში აღმოჩნდეთ. პროფესიული სპეკულაციებისა და თაღლითების მსხვერპლი გახდებით. სადაც არ უნდა იყოთ, გაუფრთხილდით საფულეს. პირად ცხოვრებაში ინტიმური დეტალების განხილვას თავი აარიდეთ.

თევზები – დღეს გარშემომყოფებს ბოლომდე ნუ ენდობით. თავიდან რომ აიცილოთ უხერხული სიტუაციები, ნუ მისცემთ ფუჭ დაპირებებს. შესაძლოა, ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა გაურკვევლ და გამოუვალ სიტუაციაში ჩაგაყენოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100