კახეთში მიკროავტობუსის ამობრუნების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა
გურჯაანი-ლაგოდეხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.
თვითმხილველების განცხადებით მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შედეგად დაშავდნენ მგზავრები. ყველა მათგანი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი