„ემის“ დაჯილდოებაზე ნიკოლ კიდმანმა მეუღლის თვალწინ სხვა მამაკაცს აკოცა
აშშ-ში ყოველწლიური „ემის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც ალექსანდრ სკარსგარდი წარდგენილი იყო ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი“ სატელევიზიო სერიალის როლისთვის „დიდი პატარა ტყუილი“. მისმა გამარჯვებამ აღნიშნულ ნომინაციაში გარკვეული კურიოზული ინციდენტიც შექმნა. მსახიობის კოლეგამ ნიკოლ კიდმანმა, რომელთან ერთადაც ამ სერიალში მონაწილეობს, მეუღლის კიტ ურბანის თანდასწრებით ალექსანდრს ტუჩებში აკოცა და ასე მიულოცა „ემის“ ჯილდო.
თავად 50 წლის კიდმანიც წარდგენილი იყო ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში, სიტყვით გამოსვლისას კი მსახიობმა მადლობა გადაუხადა მეუღლესა და შვილებს გვერდში დგომისთვის.
კომენტარი