სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკომენტარო ვიდეო - მამა ნიფონტ ქევხიშვილის ნაამბობი "ორი ნინა"

"დრონი.ჯი" კომენტარის გარეშე გთავაზობთ მამა ნიფონტ ქევხიშვილის საუბარს ერთ-ერთ ოჯახში, მრევლის გარემოცვაში, სადაც იგი, მისივე თქმით, ნამდვილ ამბავს ჰყვება ერთ-ერთ სოფელში ადრეულ წლებში მცხოვრები ორი ნინას შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, მაგრამ არ გახრწნილა. როცა საიქიოში მოხვდა, ღმერთმა უთხრა მას: მეორე ნინა უნდა წაგვეყვანა, შენ დაგაბრუნებთ, რათა კომუნისტებს შეეწინააღმდეგო, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადამიანი მაიმუნისგან გაჩნდაო. მამა ნიფონტის თქმით, ეს ამბავი თვითონ გაცოცხლებულმა ნინამ უამბო გაოცებულ ხალხს, როცა კუბოში წამოჯდა და ამბის თხრობამდე კი "მოხარშული დედალი და შავი ღვინო" მოითხოვა, რათა ძალა მომატებოდა. გაცოცხლებულმა ნინამ თავისი სიტყვების დასტურად განაცხადა - ის მეორე ნინა, ვის ნაცვლადაც მე წამიყვანეს, ახლა თავის ვენახშია გარდაცვლილიო. როცა გადაამოწმეს, მართლაც ასე აღმოჩნდა. ვიდეოში აშკარად ისმის შორისდებულები, საიდანაც შეიძლება დავსკვნათ, რომ ოჯახში, სავარაუდოდ, სუფრასთან მყოფი რამდენიმე მამაკაცი მამა ნიფონტის მიერ მოყოლილი, როგორც სასულიერო პირი ამბობს, "ნამდვილი ამბით" აღფრთოვანებულია.

შეგახსენებთ, რომ მამა ნიფონტი ქევხიშვილი რუის-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირია. მისი ქადაგებები ხშირად ქვეყნდება ქართულ ინტერნეტსივრცეში და მუდამ არაორდინარული წიაღსვლებით გამოირჩევა. ყველაზე ხშირად მისი ქადაგებებისა თუ პირადი საუბრების ფრაგმენტებს gutani.ge აქვეყნებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100