სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფულის არალეგალურად გასესხება ევროპის ქვეყნებში აკრძალულია, გერმანიაში კი მევახშეობა კანონით ისჯება

ფულის არალეგალურად გასესხება, კერძოდ მევახშეობა, რომ კანონით ისჯება, გერმანიის მაგალითი ამის ნათელი დასტურია, სადაც ფულის გასესხებას არეგულირებენ, მევახშეობა კი დასჯადია.

დოკუმენტში, რომელიც გერმანიაში ფულადი მიმოქცევის კონტროლს ახორციელებს, ჩანს მევახშეობის განმარტება და დასჯადობის მთავარი ასპექტები. აქ მოცემულია ძირითადი ფაბულა, თუ რატომ თვლიან ევროპელები, რომ ფულის არალეგალურად გასესხება და მევახშეობა დასჯადი უნდა იყოს;

მევახშეობის წინაპირობაა აშკარა შეუსაბამობა მხარეთა (მაგ. გამსესხებელსა და მსესხებელს) ურთიერთ ვალდებულებებს შორის.

მძიმე მდგომარეობის, გამოუცდელობის გამო პირმა იკისროს არაპროპორციულად დიდი ვალდებულება.

აუცილებელია განზრახ ბრალის არსებობა და მხარეთა ვალდებულებებს შორის აშკარა შეუსაბამობის ცოდნა და დაზარალებულის მძიმე მდგომარეობით შეგნებულად სარგებლობა („სარგებლობა ანგარებითი მოტივით“).

მაშინ, როდესაც "მევახშეობა" არალეგალურად მიაჩნიათ ევროპის დიდ ქვეყნებში, საქართველოში მსგავსი ტიპის საქმიანობით ასობით ოჯახი ზარალდება. უფრო მეტიც, ინფორმაციის ნაკლებობისა და ქვეყანაში არალეგალური ფულის თავისუფლად მიმოქცევის გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული გამსესხებლები და საფინანსო სექტორი, ამ შემთხვევაში ბანკი, ერთი და იგივე ორგანოა.

სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, არასდროს შეზღუდულა მევახშური საქმიანობა. პერიოდული დარეგულირების საგანი იყო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა სესხის ხელშეკრულებებში. 2013 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ თითქოს ბრძოლა გამოუცხადა „მევახშეობას“, თუმცა 2015 წელს ჭარბვალიანობის პრობლემების გამოაშკარავებამ ცხადყო, რომ მათ მიერ მიღებული ზომები არ აღმოჩნდა ქმედითი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100