სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება

ვტოიმპორტიორებისთვის განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მისი თქმით, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება.

„მინდა გაცნობოთ მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელიც უკავშირდება ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟება გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.

ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჩამოეწერებათ საურავები და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყოს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პერიოდში დაეხმარება აღნიშნულ სფეროს, რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებელს, რომელიც ბოლო წლებში იყო“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100