ნიკა გვარამიამ პოლიტიკური აღგზნებით შეწუხებულებს მიმართა
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ფეისბუქ გვერდზე „ხმაურია“. გვარამიას რუსთავი 2-ის საახალწლო ეთერში ხელისუფლების წარმომადგენელთა მილოცვების არ გაშვებისთვის აკრიტიკებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა გვარამიამ შემდეგი კომენტარი გააკეთა.
“ერთი რამე ვიცი ზუსტად, ვისაც ახლა პოლიტიკური აღგზნება გაწუხებთ და უხამსობებს იწერებით, ისინი იქნებით პირველი მადლობის წერილების ავტორები ჩემი მისამართით.
და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც 3-5-10 წლის მერე თქვენთვის არმოსაწონი
პოლიტიკოსი არ შემოგეჭრებათ საახალწლო
პრივატულობაში არც რ2ის და არც სხვა (დარწმუნებული ვარ) კომერციული ტელევიზიის
ეთერით. მაშინ არავის აღარ ემახსოვრება ამ გადაწყვეტილების მოტივებზე
უაზრო და ზღვარგადასული მკითხაობა.
მრავალს დაესწარით!”
- წერს გვარამია
კომენტარი