ჩირიკბა: კლინტონი იმ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც აფხაზეთის აღიარებას აპირებენ
„დომინიკის რესპუბლიკამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გადაიფიქრა. მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პირადად დაემუქრა“, - ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მუქარები იყო ბელორუსისა და ყაზახეთის მიმართულებითაც, რაც კოსოვოს აღიარების ფონზე ორმაგი სტანდარტების გამოყენებაზე მიანიშნებს.
ჩირიკბა აცხადებს, რომ ყოველივე ამის მიუხედავად, აფხაზეთი გააგრძელებს დიპლომატიურ და საინფორმაციო მუშაობას. "აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდება, მაგრამ რიგი ქვეყნების ძალიხმევით ეს პროცესი სწრაფი არ იქნება", - აცხადებს ე.წ. მინისტრი.
კომენტარი