აშშ - ის სასამართლო არმიაში გეების ლეგალიზაციას ითხოვს
აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია წესი, რომლის თანახმადაც გეებსა ლესბოსელებს ამერიკულ არმიაში სამსახური ეკრძალებათ.
მანამდე კი უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლომ არმიაში 1993 წლიდან მოქმედი წესი - „ნუ შეეკითხები, ნუ მოუყვები“ - კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია, თუმცა, ხელისუფლებამ სასამართლოს ეს ვერდიქტი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეს წესები ისევ რჩებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აშშ - ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამაც გამოხატა. ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ეს წესი უნდა შეიცვალოს, თუმცა, დაამატა, რომ გადაწყვეტილება გარდამავალი პერიოდის შემდეგ იქნება მიღებული.
წესი „ნუ შეეკითხები, ნუ მოუყვები“ გეებსა და ლესბოსელებს არმიაში სამსახურს უკრძალავს, თუ ისინი არ მალავენ თავიანთ მდგომარეობას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებსა და მეთაურებს ავალებს, არ დაინტერესდნენ სხვა სამხედრო პირების სექსუალური ორიენტაციით.
თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უზენაეს სასამართლოში არ გაასაჩივრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ გეებისა და ლესბოსელებისთვის აშშ - ის არმიაში შეზღუდვები მოიხსნება.
კომენტარი