სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძის აღელვებული და ემოციური კამათი პირდაპირ ეთერში ეკა ბესელიასთან

ჯერ ნდობა დაიმსახუროს ჩემში, საჯაროდ გამცეს პასუხი, რატომ იქნა დანგრეული ის ფარდული ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ,“ - ამ კითხვით დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, არჩევანის ეთერში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, მიმართ დასვა.

ზაზა სარალიძის თქმით, ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს და პროკურატურის წარმომადგენლები მას შეურაცხყოფას აყენებენ.

ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიერ გაკეთებულ შეთავაზებას ეხმაურება, რომელმაც მასთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ზაზა სარალიძის თქმით, არ ესმის ირაკლი შოთაძის შეთავაზების, რადგან მასთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე ჰქონდა და მის თანმხლებ პირებთან ერთად არ შეუშვა.

„ბატონმა, ირაკლი შოთაძემ, როდესაც განაცხადი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა, ზუსტად ორ საათში გააკეთა განაცხადება ზვიად ფხაკაძემ, ჩემი საქმის პროკურორმა, რომ ბატონი გენერალური პროკურორი მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად, ნებისმიერ ადამიანთან თანდასწრებითო. მივიყვანე ნებისმიერი ადამიანი - ჩემი უფლებადამცველები და არ შეგვიშვა ბატონმა შოთაძემ და ახლა ითხოვს ხელახლა შეხვედრას?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ეთერში აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.

„ჩემი შვილის უკან დგას ჩემი შვილის მეგობრები, რომლებსაც უნდათ, რომ სისხლი დაღვარონ, დავაღვრევინოთ? ვის გამო, ვიღაც ჩინოვნიკის გამო, რომელიც ნათლად ჩანს, რა დანაშაული ჩაიდინა. რატომ არის დაკავებული თენგიზ კალანდია, გამცეს პასუხი პირდაპირ, ესეც არასრულწლოვანი ხომ არ არის? თუ თენგიზ კალანდია ბრალდებულია, რატომ არის მირზა სუბელიანი გარეთ, რომელიც შეხვდა ბრალდებულს და ძალიან კარგად იცის ყველაფერი,“ - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ეთერში აღელდა და პროკურატურას უნდობლობა გამოუცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100