სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს სააკაშვილი აგვისტოს ომზე?

აგვისტოს ომი იყო გადაცემა "პოზიციაში" პრეზიდენტ სააკაშვილის საუბრის მთავარი თემა.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, აგვისტოს ომის თაობაზე პარლამენტში მივიდეს, მაგრამ მისივე განცხადებით, სულ სხვა თემაა ომის სამართლებრივი გამოძიება, რომელიც ქვეყანას დააზარალებს.

პრეზიდენტმა ომის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამერიკის ხელმძღვანელობაში როკის გვირაბის დაბომბვის თემაც განიხილებოდა. "ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს", - ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ კონდოლიზა რაისმა გააფრთხილა ისინი, რომ ომი არ დაეწყოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100