საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება პარაფირებულია.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის ნაწილში - ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტმა.
პარალელურად, მაია ფანჯიკიძემ და ქეთრინ ეშტონმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს ჩართვის შესახებ. შეთანხმების ტექსტი მომვალ კვირაში გახდება ცნობილი. ხელმოწერის ცერემონია ქართულ მოტივებზე შექმნილი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.
კომენტარი