სროლა რუსთავში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი
რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის კამათისას 1 ადამიანი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
ცნობილია,
რომ ახალგაზრდებს შორის კამათი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე
ტერიტორიაზე, ავტოფარეხებთან ახლოს მოხდა. ბიჭებს შორის საუბარი ხმამაღალ
კამათში გადაიზარდა, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.
შსს-ს
ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით
მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარი