სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასეთი უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ - დეკანოზი ილია ანტონ კიკნაველიძეზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინირებული ადამინები "ბლუთუზს" იჭერენ

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მეტეხის ტაძრის მოძღვრის, დეკანოზ ანტონ კიკნაველიძის, ანტივაქსერულ მოწოდებას ეხმაურება.

ილია ჭიღლაძე წერს, რომ წმინდა სინოდი სავსეა კიკნაველიძის მსგავსი,,კოლექტიური სპირიდონებით" და ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს პატრიარქი, ილია მეორეა.

"ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ. ზუსტად მან, რადგან მან დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპიროდენებით, რომელიც პასუხისმგებელია მთელს ეკლესიაზე და კონკრეტულად ილია მეორე არის პასუხისმგებელი თავის ეპარქიაზე, თბილისის სამღვდელოებაზე. ეს საცოდავი ანტონი შეიძლება მოძღვრად იწოდებოდეს?! ამან რა უნდა ასწავლოს ადამიანს?! - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე ამტკიცებს, რომ ვაქცინირებული ადამინები "ბლუთუზს" იჭერენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100