მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აეკრძალა
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა, - ამის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა.
"უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე დაუწესდა", - აღნიშნა ჩერნოლუცკიმ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე ამგვარ გადაწყვეტილებას არაკანონიერად მიიჩნევს და გაასაჩივრებს.
კომენტარი