ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს
ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ სიმაღლიდან ვარდნა გახდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი