სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძმობაში რომ არ ჩაიჭრათ", ანუ ძმაკაცობის 10 ოქროს წესი

ხშირად ხდება, რომ ძმაკაცებს შორის ურთიერთობა იძაბება, ამის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, თუმცა ამ კრიზისის ასაცილებლად არსებობს ე.წ. ძმაკაცობის 10 მცნება, რომელსაც შეგიძლია გაეცნოთ.

1- არასდროს დაუნიშნო პაემანი ძმაკაცის ყოფილ შეყვარებულს, მაშინაც კი, თუ ის გოგონა შენს მიმართ ინტერესს გამოხატავს.

2 - თავი არ მოაბეზრო შენი პრობლემებით. უმჯობესია ესაუბრო ამის შესახებ და რჩევა სთხოვო.

3 - შენი სახლი მისი სახლიცაა. ნებისმიერ დროს!

4 - მეგობრობაა, როდესაც მეგობარს ნებისმიერ რამეს სთხოვ. ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ იცოდე, რა არ უნდა სთხოვო.

5 - ნუ დაუმალავ შენს პრობლემას. თუ თავს ცუდად გრძნობ, ესაუბრე ამის შესახებ, პატარა გოგოსავით ნუ მოიქცევით.

6 - ნუ შეაბავ გოგონას, რომელსაც შენმა ძმაკაცმა დაადგა თვალი, მაშინაც კი, თუ შენ მეტი შანსი გაქვთ ამ გოგონასთან.

7 - არასდროს შეაწყვეტინოთ ხუმრობა. მერე რა, თუ გიყვებათ იმ ანეკდოტს, რომელიც 1 საათის წინ თავად მოუყევით.

8 - თავი აარიდეთ, ძმაკაცისა და მისი პარტნიორის კინკლაობაში ჩარევას; უბრალოდ, მზად იყავით, რომ ჩხუბის შემდეგ შეიძლება კართან ატუზული დაგხვდეთ.

9 - კარგი ურთიერთობა იქონიეთ მის გოგოსთან, მაშინაც კი, თუ არ მოსწონხართ, რადგან ამ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებთ.

10 - ქალები მიდიან და მოდიან, იცვლება სამსახურები, საფულე ზოგჯერ ფულითაა სავსე, ზოგჯერ ცარიელია, ხალხი მელოტდება, კარგავენ კბილებს, იმპერიები იმსხრევა... მაგრამ ნამდვილი მეგობრობა სამუდამოა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100