სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღის "ფეისბუქ–სტატუსი": მიმართვა პრეზიდენტს – 9.11.2012.

Konstantin Beridze

მიშა, შენ არ იყო მიშა –
თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო ! –
თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო ! –
თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო !
თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო ! –
თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო ! –
თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო ! –
თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში,ინკვიზიციაში დააბრუნებინო ! –
თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო ! –
თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო ! –
თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო ! –
თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო ! –
თუ მაგათ აფხაზეთი და სამხ.ოსეთი აღიარებინო ! –
თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო ! –თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო ! –
თუ მაგათ რუსული არმია "მშვიდობისმყოფელებად" გადააქცევინო ! –
თუ მაგათ ჩვენდა სამარცხვინოდ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენები წააყვანინო ! –
თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! –თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე ! –
თუ მაგათ იუსტიციის სახლები,"მშვიდობის ხიდი" და პარლამენტი დაანგრევინო ! –
თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო ! –
თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო ! –
თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო;
თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა,წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩემი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო ! –
და ბოლოს ყველაზე მთავარი ! –
შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიშა,თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! !

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100