7 გარდაცვლილი და 1 108 ინფიცირებული - განახლებული სტატისტიკა კორონავირუსზე
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 421-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 1 108 პირს დაუდასტურდა, 714 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 8 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 1 043 შემთხვევა გამოვლინდა, 841 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.
კომენტარი