კომპანია "ირისი"-დან გამოგდებული კურიერი: დავაი მოძუძგე აქედანო, ხელფასიც არ მოუციათ...SOS!! გაავრცელეთ, რათა ყველამ გაიგოს
სოციალურ ქსელში ირაკლი ლომსაძე, კომპანია "ირისის" შესახებ შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"SOS!! ყურადღებით წაიკითხეთ ძალიან გთხოვთ და გაავრცელეთ რათა ყველამ გაიგოს ამათი უმსგავსობის შესახებ! ერთი თვის წინ დავიწყე კომპანია IriSee • ირისი-ში კურიერად მუშაობა, დასვენების დღეც არ მქონია ყოველდღე მივდიოდი სამსახურში თავის დროზე (მითხრეს რომ დასვენების დღეები და გრაფიკი ცოტახანში დალაგდებოდა) და ყოველთვის სამაგალითოდ ვაკეთებდი ჩემს საქმეს, გუშინ ვიყავი მენეჯერის სახლში გამოძახებაზე სადაც მის მეუღლეს ქონდა გაკეთებული შეკვეთა, რათქმაუნდა თავის დროზე მივიტანე შეკვეთა და როდესაც გადავეცი პროდუქტი მან კი თანხა მომცა მე ხურდის დაბრუნებას ვაპირებდი რომელიც ოფისიდან გამატანეს, მან შემაჩერა და მითხრა ხურდა არმინდაო (ამას ეძახიან ჩაის როდესაც ხურდას გიტოვებენ) მადლობა გადავუხადე და წამოვედი, დღეს კი დამიბარეს ოფისში და მომაყოლეს გუშინ რამოხდაო, მეც 1/1 ში მოვუყევი რა როგორ იყო, და ასეთი ისტორია მოვისმინე თითქოს მე ვუთხარი რომ ხურდა თან არ მქონდა და ის ჩაი "მივისაკუთრე" ლაპრაკია 9.50 ლარზე, მე ავუხსენი რომ მსგავსი რამ არ მითქვამს და ფულის დატოვების ინიციატივა თვითონ გამოიჩინა შემკვეთმა, მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე რომ შენ აზრზე არ ხარ ვისზეა საუბარი ეგ გოგო მოიტყუებოდაო? მეთქი არც მე ვარ მატყუარა და აშკარად რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს ადგილი თქო, მესაუბრებოდნენ ხმამაღალი და და უხეში ტონით ბოლოს ლაპარაკიც აღარ მაცალეს და დავაი მოძუძგე აქედანო,(კი ზუსტად მასე მითხრეს) მატყუარაც მიწოდეს და მოკლედ ასე გამომაძუნძულეს. 4 დღეში ხელფასი უნდა ამეღო და რათქმაუნდა ეს უბრალო დამთხვევაა...
ამოვიღე10 ლარიანი დავუდე და წამოვედი, ღმერთმა შეგარგოთ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი და სამარცხვინოები ხართ ყველანი, მეტი არაფერი".
კომენტარი