
პუტინის საარჩევნო უბანში რუსეთის დროშა თავდაღმა დაკიდეს
როგორც „ლაიფნიუს.რუ“ იტყობინება, მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან, ლენინის პროსპექტზე, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, დილით მისულ ამომრჩევლებს რუსეთის სახელმწიფო დროშა თავდაღმა დაკიდებული დახვდათ: როგორც ჩანს, თანამშრომლებს რუსული სახელმწიფო დროშის ფერები აერიათ.
ეს ის უბანია, სადაც ხმა უკვე მისცა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, თუმცა იმ დროისთვის, როცა ის უბანში გამოცხადდა, კურიოზული შეცდომა გამოსწორებული იყო. ამის მიუხედავად, რამდენიმე ოპოზიციურმა რუსულმა ინტერნეტგამოცემამ და რუსმა ბლოგერებმა ამ კურიოზის ამსახველი ფოტო მაინც გამოაქვეყნეს.
კომენტარი