სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავარ შესასვლელს ბოქლომი დაადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე მოხსნეს

„მონებო!“ - ამ შეძახილებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავარ შესასვლელ კარზე ბოქლომი დაამაგრეს, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე მოხსნეს.

შენობაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები იმყოფებიან. ისინი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები „სისხლიანი რეჟიმის წარმონადგენლები არიან“.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები არიან, რომლებიც უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მუშაობენ. მათი თქმით, სამართალდამცავები აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში არ უშვებენ.

„ვეუბნები, ფრაქციის თანამშრომელი და დეპუტატი ვარ და ვითხოვ, რომ შენობაში შემიშვან. სამსახურში არ მიშვებთ? „ - განაცხადა აქციის მონაწილემ, ასმათ დიასამიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100