სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულის რაიონში მომხდარი ინციდენტი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს

აგვისტოს ბოლოს მარნეულის რაიონის სოფლებში მომხდარი ინციდენტის შესახებ მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ინციდენტში კანდიდატების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ, და არა საჯარო მოხელეები.

2017 წლის 29 აგვისტოს მედიის საშუალებითა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გავრცელდა 27-28 აგვისტოს მარნეულის სოფლებში ყიზილაჯლოსა და ბაიდარში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, კომისიის სხდომაზე ასევე ითქვა რომ ამ ინციდენტში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების (გამგეობის) თანამშრომლები.


საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანმა საქართველომ გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაცია, შეხვდა ინციდენტში მონაწილე მხარეებს, გაეცნო ვიდეო მასალას რომელიც გახლავთ აზერბაიჯანულ ენაზე, მოხდა მისი გაშიფვრა-თარგმნა, რის შედეგადაც ირკვევა შემდეგი:


„ა/წ 27-28 აგვისტოს საარჩვევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა -ევროპული საქართველო“-ს მიერ დასახელებული მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი მართავდა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას რა დროსაც იმავე ადგილას იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მიერ დასახელებული მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიჰუნ ჩოიდაროვი და მისი მხარდამჭერები, რომელთა შორის იყო მიხეილ ანაროვი რომელიც გახლავთ მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თანამშერომლის ძმა (თავად საჯარო მოხელე არ არის). მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ინციდენტში მონაწილე ორივე საარჩევნო სუბიექტის მომხრეებს შორის არც ერთი არ ყიფილა საჯარო მოხელე. ეს გახლდათ ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებული კანდიდატების მხარდამჭერებს შორის მომხდარი ინციდენტი“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.


საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს/კანდიდატებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს, არ დაუშვან სიძულვილის ენის გამოყენება და განახორციელონ თავიანთი წინასაარჩევნო აგიტაცია თანასწორ პირობებში.


"ასევე მოვუწოდებთ მედია საშუალებებს სიფრთხილე გამოიჩინონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისას", – ნათქვამია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს განცხადებაში.


საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.


სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), და ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100