სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ატირებული მოროშკინა და ძლიერი ქალების შეკრება თბილისის ზღვის კლუბში

ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს ეგიდით თბილისის ზღვის კლუბში დღეს ქალთა პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმატებული ქართველი ქალბატონები, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი აქვთ.

„დროა გავერთიანდეთ, დროა თავი დავანებოთ ჭორაობასა და კინკლაობას და საქმეს მოვკიდოთ ხელი. საქართველოში მოსახლეობის 57% ქალია, ჩვენ დიდი ძალა ვართ და ჩვენი ვალია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე“ - ასე დაიწყო საუბარი ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარინა სალუქვაძემ და სწორედ ეს გახლდათ ღონისძიების მთავარი მესიჯი.

შეხვედრაზე საუბარი იყო თანამედროვე ქართველი ქალის ცხოვრებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების აუცილებლობამდე. სიტყვით გამოვიდნენ მეცნიერი, ბიზნესმენი, იურისტი, ასტროლოგი, სტუდენტი და ხელოვანი ქალბატონები.

კონგერსსზე გაიჟღერა ისეთმა თემებმა როგორიცაა თვითრეალიზებისა და განათლების პრობლემა რეგიონებში მცხოვრებ ქალბატონებში, იმ ბიზნესმენი ქალბატონების კარიერული სირთულეები რომლებსაც სტერეოტები და ქვეყნის კანონმდებლობა საქმიანობაში ხელს უშლის, ხელოვნების სფეროში არსებული პრობლემები, ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის აუცილებლობა. ასევე საუბარი შეეხო მოზარდი გოგონების პრობლემებსა და პატიმარი ქალების ცხოვრებისეული სირთულეებს. სწორედ პატიმარ ქალებზე საუბრისას ორგანიზაცია ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლალი მოროშკინამ თავი ვერ შეიკავა და სცენაზე ატირდა.

„საქართველოში წარმატებული ქალების უმეტესობა უკეთეს შემთხვევაში წარმატებული კაცების შვილები და ცოლები, უარეს შემთხვევაში კი საყვარლები არიან და დროა ეს შეიცვალოს.“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და ბიზნესმენმა ნინო ზამბახიძემ.

ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმართა უმეტესობა სხვადასხვა ასაკის ქალები იყვნენ, თუმცა დარბაზი არც მამაკაცების ნაკლებობას არ განიცდიდა. კონგრესსზე სიტყვით გამოვიდა მამა ანთიმოზი რომელმაც თანამედროვე საქართველოში სუსტი კაცების სიმრავლის გამო სინანული გამოთქვა, ქალებს კი თავის გაძლიერებისა და საკუთარი სიძლიერით მამაკაცების სისუსტესთან ბრძოლისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი კონგრესი არ გახლდათ მხოლოდ საქმიანი შეხვედრა, რადგან ფაქტია ორგანიზატორებმა ღონისძიების სტუმრებს სასიამოვნო საღამო აჩუქეს, რადგან ეს იყო ძლიერ ქალთა შეხვედრა ზღვის პირას, სუფთა ჰაერზე, თავისი ალა ფურშეტით, ბევრი ღიმილიანი სახით, ცოტა ქალური ჭორაობითა და რაც მთავარია ყველა კუთხეში ქართული საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით გაჟღენთილი აურა ტრიალებდა.

ცნობისთვის ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფო გახლავთ ჟურნალისტ და პიარტექნოლოგ ლალი მოროშკინას, მომღერალ მაია ბარათაშვილის, ბიზნეს ლედი და ჟურნალისტ მანანა სალუქვაძის, ადვოკატ ნანა გოჩელაშვილისა და ბიდისი აკადემიის ხელმძღვანელის ნათია შათირიშვილის მიერ დაფუძნებული ქალთა ორნანიზაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100