"არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე"
ყველაფერი წინ მიდის
და არ
შეიძლება, ქართველი
ადამიანი დარჩეს
ფულის და
ჭამა-სმის
მოყვარე, - ამის
შესახებ სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა
და უნეტარესმა
ილია მეორემ
დღევანდელი საკვირაო
ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა
მეცნიერების
განვითარების
აუცილებლობაზე
ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართველმა ადამიანმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება.
"მეცნიერებას
განსაკუთრებული
ყურადღება
უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას
გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე", -
ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ქართველი ადამიანი მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა.
უწმინდესის
თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება.
"ყველაფერი
წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე. უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩვენ ძალიან ბევრი მეცნიერი გვყავდა",
- ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა
მაგალითად
დიმიტრი უზნაძე დაასახელა, რომელმაც განწყობის თეორია აღმოაჩინა და განწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება",
- ბრძანა პატრიარქმა.
კომენტარი