სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აგლაძეს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

2011 წლის 17 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დავით რუსიშვილმა, ირაკლი აგლაძემ, ივერი გოგბერაშვილმა და სხვებმა, 23 წლის ზურა ტარყაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს.

დავით რუსიშვილმა დანაშაული დაკავებისთანავე აღიარა და განაცხადა, რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელობა მან, ივერი გოგბერაშვილმა და ირაკლი აგლაძემ წინასწარ დაგეგმეს. რუსიშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს, დამნაშავედ სცნეს და მოსამართლეს სასჯლელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს. მას სასამართლომ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს შს სამინისტრომ, გოგბერაშვილი უკრაინაში დააკავა. მალევე გაირკვა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გოგბერაშვილი, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული.

ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ირაკლი აგლაძეს კი, სასამართლომ დღეს 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. იგი დანაშაულის ჩადენის მომენტში 12 წლიან პირობით სასჯელს იხდიდა. აგლაძე მანამდე ყაჩაღობისა და შეიარაღებული ძარცვისთვის იყო გასამართლებული.

პ.ს: გამოიკვეთა, რომ ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში აგრეთვე მონაწილეობდა დავით ჯოხაძეც, რომელსაც მკვლელობის ბრალდებას უახლოეს მომავალში წაუყენებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100