სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი , ცნობილი უფლებათა დამცველი და საფრანგეთის 21-ე პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის მეუღლე დენიელი გარდაიცვალა.

დენიელ მიტერანი 1924 წლის 29 ოქტომბერსი, ვერდენში, დაიბადა. 1940 წელს გერმანელების ოკუპაციის დროს წინააღმდეგობის მოძრაობაში მედდად ჩაეწერა. ომის შემდეგ იგი ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი გახდა, რომელმაც "წინააღმდეგობის მედალი" მიიღო შარლ დე გოლისაგან.

1944 წელს ფრანსუა მიტერანს გაჰყვა ცოლად და 1981 წელს იგი საფრანგეთის პირველი ლედი გახდა. თავისი მეუღლის პრეზიდენტობისას დენიელი აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას და ადამიანთა უფლებებს იცავდა. 1986 წელს პირველმა ლედიმ უფლებათა დამცველი ორგანიზაცია France-Libertes ჩამოაყალიბა.

დენიელ ადამიანის უფლებათა დაცვასა და ქველმოქმედებას მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობდა. 1996 წელს მან Prix Nord-Sud-ის პრემია მიიღო.

დენიელ მიტერანმა დაწერა რამდენიმე წიგნი, მათ შორისაა: "სრული თავისუფლება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100