სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

დღეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

პროექტი “სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში” 2008-2012 წლებში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკაროთა, სოციალურად დაუცველ და დევნილი მოსახლეობის გრძელვადიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა იყო.

თუმცა 2018 წლიდან ეს საცხოვრისი მართვაში გადაეცა ააიპ თბილისის მერიის მუნიციპალურ თავშესაფარს და მას შემდეგ მის ბინადართა უფლებრივი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ეს ადამიანები იმყოფებიან მუდმივი სტრესისა და მორალური წნეხის ქვეშ.

მათ ნაწილს შანტაჟითა და მოტყუებით შეუცვალეს ხელშეკრულებები და მოუსპეს სოციალური განვითარების ყველანაირი შესაძლებლობა.

ეს საცხოვრისი მის ბინადართა ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად, მათი რესოციალიზაციისთვის და გასაძლიერებლად შეიქმნა და ერთადერთი, რაც მათ გაუძლიერდათ, არის დაუცველობის განცდა და საცხოვრისის დაკარგვის ყოველდღიური შიში.

ამ მაგალითზე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას არ აქვს სოციალური პოლიტიკა, საბინაო პოლიტიკა და რაც აქვს, ისიც გააუარესა და ჩიხად აქცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100