სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავი თეფში სვეტიცხოვლის ფრესკაზე

უცხოპლანეტელთა შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცოდნენ ადამიანებმა. ძველ შუმერულ ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ შუმერებმა ყველაფერი ანუნაკის ცივილიზაციის წარმომადგენლებისგან ისწავლეს. ანუნაკი, ძველ შუმერულ ენაზე, ციდან დაშვებულს ნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას ''მაჰაბჰარატას ''ეპოსზეც, სადაც მოცემულია ცოდნა გალაქტიკების შესახებ.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამტკიცებდა, რომ ნახა მეტალის ნავი იალქნების გარეშე ხმელთაშუა ზღვაში რომ გაუჩინარდა.

სამხრეთ ამერიკული ლეგენდების მიხედვით, მფრინავი ობიექტიდან მოსულმა არსებებმა ასწავლეს ინდიელებს მიწის დამუშავება და ბევრი სხვა რამ, შემდეგ კი მაღალი მთებიდან გაუჩინარდნენ.

მაიას ტომების ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია კედელზე გამოსახული აერონავტი კაბინაში. მსგავსი გამოსახულებები უხვადაა ნასკას უდაბნოშიც.
კელტების ლეგენდები გვიამბობენ ეტლზე, რომელშიც რკინის ცხენი იყო შებმული და რომელიც ღმერთების სახლში ადიოდა.

ძველ ინდურ და ტიბეტურ წიგნებშიც აღწერილია მფრინავი ობიექტის მოწყობილობა. მას ინდუსები ''აგნი ხოტრას'' უწოდებდნენ.

მფრინავი ობიექტისა და აერონავტის გამოსახულება აღმოაჩინეს ეგვიპტეშიც. ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ ფრთიანი დისკოს კულტი და ინფორმაცია, რომ იქიდან ჩამოსულებმა იხსნეს დედამიწაზე სიცოცხლე. შეაჩერეს მისი განადგურება.

მფრინავი ობიექტებია გამოსახული არაერთ ქრისტიანულ ფრესკაზე, მათ შორის მცხეთაში, ძელიცხოველის სვეტის კედელზეც.

თამარ არაგველი''ცივილიზაცია''

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100