სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ეტაპზე საქართველოში 745 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

`ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-232, აჭარაში-97, ხოლო იმერეთში-9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100