"ძმას მოგიკლავო...ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა, თან იძახდა, ისე ძალინ სცემე, რომ ჩვენი დანახვის ეშინოდესო" - ოჯახური ძალადობა 22 წლის გოგოზე მცხეთაში
ოჯახური ძალადობა მცხეთაში - 22 წლის გოგო ამბობს, რომ მას ქმარი და დედამთილი სისტემატიურად სცემდა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო ძალადობაზე სამართალდამცველებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან მომხდარზე რეაგირება არ ყოფილა.
მათივე თქმით, მოძალადე დაიჭირეს, თუმცა მალევე, ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
"ჩემმა დედამთილმა წააქეზა ჩემი ქმარი და უმოწყალოდ მცემა. დამემუქრა ჩემი ქმარი, რომ შენ პატრონი არ გყავს და ძმას მოგიკლავო, ერთხელ ვიჩივლე და ციხეში დაჭერილი გამოუშვეს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა. თან იძახდა, ისე ძალინ სცემე, რომ ჩვენი დანახვის ეშინოდესო. თავში და სახეში მირტყამდნენ, მერე საყვავილე მესროლა. ყველაფერი მტკივა, მთელი სხეული მტკივა, ეს გაუსაძლისია. წარბი გავიკეთე სალონში და რომ მოვედი ასე გამისწორდნენ",- თქვა 22 წლის ქალმა.
ოჯახი ითხოვს, შსს-მ მოძალადე დააკავოს. გამოძიება მომხდარზე ორი - ძალადობისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარი