სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 მაისს ქუთაისში +18 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმიანი დღეა. დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში იწვიმებს. დღისით +610 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. გორში ნალექიანი ამინდია, სადაც +19 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი. აქაც იწვიმებს. გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება. დღისით +4, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმს. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. რუსთავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100