მინდა გკითხოთ, რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? - ოდიშარია ლომჯარიას
მართლაც, რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას? - ამ კითხვით მიმართა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც დღეს პარლამენტში 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.
ამასთან, ოდიშარიამ მაგალითად მოიყვანა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამართული განმწესებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლმანეტის წინააღმდეგ, რაც დეპუტატის თქმით, სინამდვილეში იყო საქმე ეკლესიის წინააღმდეგ.
„მინდა, გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას. 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო – ეკლესიის წინააღმდეგ.
აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია“. - თქვა ოდიშარიამ.
საუბარია, ტყის კოდექსში შეტანილი კანონზე, რომელიც საპატრიარქოსთვის საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყის ფართობის გადაცემას ითვალისწინებს.
პარლამენტმა აღნიშნული კანონი 20 მაისს მესამე მოსმენით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშს ანგარიშს წარადგენს.
კომენტარი