სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოები კოსმოსური ქორწილიდან, რომელზეც 400 ადამიანი მუშაობდა

ახალდანიშნულმა წყვილმა ქორწილების ორგანიზების სააგენტოს TOBELOVE Wedding-ს მიმართა თხოვნით, რომ მათთვის გაეკეთებინათ ისეთი საქორწინო წვეულება, რომლის მსგავსიც აქამდე არავის ჰქონია. წელიწადნახევრის შემდეგ დანიშნულების ადგილზე მისულ ნეფე-პატარძალს ნამდვილი საოცრება დახვდა.

საქორწინო ცერემონია კოსმოსური სიყვარულის შოუს წარმოდგენად იქცა. ყველა სტუმარმა წინასწარ მიიღო ინსტრუქცია დრეს-კოდისა და სამდღიანი ქორწილის პროგრამის შესახებ. ინსტრუქციაში მითითებული იყო, რა ევალებოდა თითოეულს, რომელ ლოკაციებში რა დროს უნდა ყოფილიყვნენ და ა.შ.

დეკორაციები მაქსიმალურად იყო მიახლოებული კოსმოსის ვიზუალთან და ზღაპრული გარემო შექმნა. დაქირავებული აკრობატების მიერ შესრულებულმა საჰაერო ნომრებმა ადამიანის კოსმოსში მოგზაურობის ილუზია უჩვენა სტუმრებს. სუფრა ვარცხლისფერში იყო გადაწყვეტილი, რომელსაც შუშის სკამები ედგა გარშემო. სხვადასხვა დეტალები მეტალისგან იყო დამზადებული. დარბაზში ასევე იყო ლამაზი ყვავილებისა და ხეების დეკორაცია, რომელიც ორგანიზატორების ფანტაზიის კულმინაცია იყო. უამრავმა სტუმარმა აღნიშნა, რომ ფილმ „ავატარში“ ეგონა თავი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნეფე-პატარძლის მაგიდა, რომლის უკან იდგა ულამაზესი ხე თეთრი ვარდის ფურცლებით დამშვენებული და გარშემო კრისტალის ხელნაკეთი აქსესუარები ბრწყინავდა. მათ უკან დაგებულმა სარკემ გაყინული ტბის ეფექტი შექმნა. ეს იყო ქორწილი არტ-შოუ, რომელზეც 400-მა ადამიანმა იმუშავა და რომელიც არასდროს დაავიწყდება არც ნეფე-პატარძალს და არც იქ დამსწრე საზოგადოებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100