რამდენი ადამიანია მისული ნაცმოძრაობის აქციაზე?
„აქციის ორგანიზატორთა მონაცემებით, აქციაში 20 000 მოქალაქე მონაწილეობს!“ - აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომია ავრცელებს.
აქცის მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ფეისბუქ პოსტი ლომაიამ აქციის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ გამოაქვეყნა. თუმცა მოგვიანებით ლომაიამ სოციალურ ქსელში მორიგი განცხადება გაავრცელა „აქციას ემატებიან ის ადამიანები, ვინც სამსახურებმა არ გამოუშვეს!“ - წერს განათლების ყოფილი მინისტრი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქციის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია.
რუსთაველის გამზირზე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დასასწრებად, ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მივიდნენ. აქციის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ რუსთაველზე შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც შეურთდა.
კომენტარი