11 წლის გოგონამ იუნისეფს ადრეული ქორწინების აკრძალვისთვის ბრძოლა დააწყებინა
იუნისეფი 18 წლამდე ასაკში ქორწინების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ეს იდეა ფონდის გერმანული განყოფილების ხელმძღვანელმა ნინია შარბონომ გააჟღერა. მისი განმარტებით ადრეულ ასაკში ქორწინება გოგონებს ბავშვობას ართმევს, გათხოვების შემდეგ ისინი თავს ანებებენ სწავლას და შორდებიან მთელ სამყაროს.
იუნისეფს აღნიშნული განცხადების გაკეთებისკენ 2013 წლის 20 ივნისს იუთუბზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ უბიძგა. ვიდეოჩანაწერში, 11 წლის იემენელი გოგონა ყვება თუ როგორ გამოიქცა სახლიდან, რადგან მშობლებს მისი გათხოვება სურდათ.
აღნიშნული ვიდეო რამდენიმე დღეში 7 მილიონმა ადამიანმა ნახა, გოგონას სიტყვებმა ინტერნეტმომხმარებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იუნისეფი აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დაკავდა.
კომენტარი