სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციელს ღამის კლუბთან 5 ტყვია ესროლეს - დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა

პოლიციელის საქმეზე, რომელსაც ღამის კლუბთან 5 ტყვია ესროლეს და დაჭრეს „პირველებისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ამ წუთებში, დაკავებულ რუსეთის მოქალაქესთან იზოლატორში გამომძიებლები არიან შესული და ბრალს აცნობენ.

უმძიმესი დაზიანებებით დაჭრილი სამართლადამცველი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

როგორც ექიმი „პირველებთან“ საუაბრში ამბობს, დაჭრილი ლევან მარგიანის ჯანმრთლეობის მგომარეობი მძიმეა და საეჭვოა შეძლებს თუ არა სიარულს.

საკმაოდ მძიმე დაზიანება ჰქონდა. ორივე წვივის ძვალი ჰქონდა მოტეხილი. გაუკეთდა ოპერაცია. არ ვიცით ჯერ შეძლებს თუ არა გადაადგილებას, როგორ წავა რეაბილიტაცია გააჩნია. წესით უნდა შეძლოს სიარული. წვივის ძლების საშუალო შეხორცებას უნდა 3 დან 6 თვემდე. თუ ღია მოტეხილობაა, განსაკუთრებით ცეცხლსასროლი იარაღით, ვადები ორმაგდება“. - ამბობს ექიმი.

წინასწარი ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცმა, რომელმაც ცეცხლი სამართალდამცველს გაუხსნა, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავება.

სისხლიან გარჩევაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე იმ დროს დააკავეს, როდესაც ქვეყნიდან გაქცევას სადახლოს გამშვები პუნქტიდან ცდილობდა.

ინციდენტი ტაბიძის ქუჩაზე ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა.

„პირველების“ ინფორმაციით, სამართალდამცელი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ ბარში, მის გვერდით მაგიდაზე კი იჯდა ირაკლი დუნდუა ასევე მეგობრებთან ერთად. თუმცა, რა მოტივით დაიწყო მხარეებს შორის დაპირისპირება ამ თემასტან დაკავშირებით, ჯერ არც ერთი მხარე არ საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100