როგორია 5 წლის გოგონას მდგომარეობა, რომელსაც გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა? - იაშვილის კლინიკის კომენტარი დრონი.ჯი-ს
5 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც გამყიდველმა ტკბილეულის ნაცვლად მჟავა მისცა დამაკმაყოფილებელია.
როგორც დრონი.ჯი-ს იაშვილის კლინიკაში განუცხადეს პატარა გოგონა ტოქსიკოლოგიიის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი დამწვრობა საშუალო სიმძიმისაა.
„5 წლის გოგონა დამწვრობით დღეს გადმოიყვანეს ფოთიდან იაშვილის კლინიკაში. ის ტოქსიკოლოგიიის დეპარტამენტშია მოთავსებული და მისი დამწვრობა საშუალო სიმძიმისაა. რეანიმაცია არ დასჭირდა, ექიმები ამ წუთებშიც სინჯავენ და უტარებენ გამოკვლევებს“- აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ ფოთში 5 წლის გოგონამ ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება შეჭამა. ახლობლებისინფორმაციით, მაღაზიის გამყიდველს შეფუთვა შეეშალა, შედეგად 6 წლის გოგონამ პირის ღრუსა დაშინაგანი ორგანოების უმძიმესი დამწვრობა მიიღო. გოგონა რეანომობილით თბილისში, იაშვილისკლინიკაში გადაიყვანეს.
ინციდენტი ფოთში, "ბერვილი-ჯგუფის" ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა, სადაც შვილიშვილი ტკბილეულის შესაძენად ბებიამ მიიყვანა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი