სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ უყვარდა ჯორჯ მაიკლს? - ლეგენდარული მომღერლის ყველა მამაკაცი

მომღერალი ჯორჯ მაიკლს, რომელიც 53 წლის ასაკში გარდაიცვალა, საკუთარი არატრადიციული სექსუალურ ორიენტაციის არასდროს რცხვენოდა. მომღერალი ერთ-ერთი პირველი იყო იმ ცნობილთაგან, ვინც ხმამაღლა აღიარა საზოგადოებაში, რომ გეი იყო. ეს მოხდა 1998 წელს და მაიკლმა ისიც დასძინა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ სამ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი უკანასკნელი მამაკაცი, რომელსაც 2011 წლიდან ხვდებოდა, ფადი ფავაცა გახლდათ. მომღერლის ცხოვრება სავსეა სკანდალებით, თუმცა ეს სულ არ აკნინებს მას, როგორც ნიჭიერ მომღერალს.

ჯორჯ მაიკლის პირველი სერიოზული სიყვარული იყო ბრაზილიელი დიზაინერი ანსელმა ფელეპა. მათ ერთმანეთი 1991 წელს გაიცნეს. დიზაინერი 1993 წელს შიდსისგან გარდაიცვალა. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მიწერა წერილი მომღერალმა თავის ოჯახს და საკუთარი ორიენტაციის შესახებ უამბო. როგორც შემდგომში მაიკლის დედამ აღნიშნა, ეს იყო ყველაზე ლამაზი წერილი, რაც ოდესმე მიუღია.
1996 წელს გაიცნო სპორტსმენი კენი გოსო, რომელსაც მომღერალმა თავისი ოცნების მამაკაცი უწოდა. მათი რომანი 2009 წლამდე გაგრძელდა. როგორც გაირკვა, ჰოსო მაიკლს მუსიკოსის ნარკოდამოკიდებულების გამო დაშორდა.

და აი, 2011 წელს გაიცნო და რომანი გააბა ფადი ფავაცასთან, რომელიც მთელი მისი ავადმყოფობის პერიოდში გვერდით ედგა მომღერალს, მხარს უჭერდა მას და რთულ მომენტებში არასდროს დაუტოვებია მარტო. ფადი ჯორჯ მაიკლის უკანასკნელი სიყვარული გახლდათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100