სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სისხლიანი დაპირისპირება ფოთში – 19 წლის ახალგაზრდამ 22 წლის ბიჭი დაჭრა

ფოთში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 19 წლის ახალგაზრდა დააკავა.

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ავთო პაპავა დაჭრა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებულ ა.პ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100