ემანუელ მაკრონი: "საქართველოში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა მოხდა"
ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონიმ საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე გზავნილები გააჟღერა.
ევროპელმა ლიდერმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მიმოიხილა და პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში დემოკრატიაზე არაერთი თავდასხმა განხორციელდა.
"კიბერშეტევები, ამომრჩევლის მოსყიდვა, მანიპულირება, ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა" - განაცხადა ემანუელ მაკრონიმ და იმედი გამოთქვა, რომ "საქართველო ევროპულ არჩევანს და დემოკრატიულ მოდელს გააძლიერებს".
დემოკრატიის ევროპული მოდელი ასევე არის [განსახილველი] საკითხი. მოლდოვასა და საქართველოში მოხდა არაერთი თავდასხმა [დემოკრატიაზე]: კიბერშეტევები, ამომრჩევლების მოსყიდვა, მანიპულირება. ეს ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა. მინდა მივულოცო მაია სანდუს ხელახალი არჩევა და ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს თავის ევროპულ არჩევანს და თავის დემოკრატიულ მოდელს". - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
კომენტარი