პირველი ოლიმპიური ნაბიჯი - ესებუა 1/32 ფინალშია
წარმატებით დაიწყო გამოსვლა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა - მისმა პირველმა წარმომადგენელმა ქრისტინე ესებუამ სტარტი აიღო მშვილდოსნობაში ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში და საკვალიფიკაციო ეტაპიდან 1/32 ფინალში გადასვლის უფლება მოიპოვა.
27 წლის ქართველმა 64 სპორტსმენს შორის 34-ე შედეგი აჩვენა. ესებუას მეტოქე საკვლიფიკაციო რაუნდში ინდონეზიელი იულიანა იკა როჩმავატი იყო, რომელიც ქრისტინემ 642:638 დაამარცხა და 30 ივლისს 1/32 ფინალში მისი მეტოქე ჩილელი დენისე ვან ლომოენი იქნება, რომელმაც კვალიფიკაციაში 645 ქულა დააგროვა და 31-ე შედეგი აჩვენა.
წყარო: http://presa.ge/new/?m=sport&AID=17978
კომენტარი