სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალ–ქაიდამ ბინ ლადენის ბოლო აუდიოჩანაწერი გაავრცელა

ალ ქაიდამ, როგორც აცხადებს, ოსამა ბინ ლადენის ბოლო აუდიო-გზავნილი გაავრცელა. სავარაუდოდ, ის ბინ ლადენის ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი. ალ ქაიდას ყოფილი ლიდერი არაბულენოვან ქვეყნებში რევოლუციურ მოძრაობას აქებს და გამოხატავს სიხარულს ეგვიპტესა და ტუნისში წარმატებული ამბოხებების გამო. ბინ ლადენი არაბულენოვანი ქვეყნების მმართველებს თავიანთი თავის კერპებად ქცევასა და ხელისუფლების შესანარჩუნებლად მედიის მანიპულირებაში ადანაშაულებს. ბინ ლადენი მუსულმანურ ქვეყნებში მეტი ლიდერის დამხობას უჭერდა მხარს და მოუწოდებდა ალ ქაიდას შეექმნათ ორგანო, რომელიც თვალყურს მიადევნებდა მიმდინარე მოვლენებს, პარალელურად კი იმუშავებდა იმ ადამიანების დასაცავად, ვინც ტირანების დასამხობად იბრძოდა. 12 წუთიანი აუდიო-ჩანაწერი ჯიჰადისტურ ვებ-საიტებზე გავრცელდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100