განგაში რუსთავი 2-სა და იმედში - ცრუ შეტყობინებების ავტორთა ვინაობა უკვე დადგენილია
ცრუ განგაში აღმოჩნდა ხმები ტელეკომპანიების იმედისა და რუსთავი 2-ის შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "რუსთავი 2"-სა და "იმედში" ასაფექებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორების ვინაობა დაადგინა. შსს-სმიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირი, ვინც "112-ში" "რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ დარეკა, უკვე დაკავებულია. "იმედის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი კი ჯერჯერობით დაკავებული არ არის. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რის გამოც მოხდა თანამშრომლების ევაკუაცია და შენობის ჩხრეკა. რამდენიმე საათის შემდეგ კი იგივე ინფორმაცია ტელეკომპანია იმედის შენაბაზეც გავრცელდა, რასაც იმედის თანამშრომელთა ევაკუაციაც მოყვა.
კომენტარი