მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" საბურთალოს ხაზზე მოძრაობა რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო
თბილისის მეტროპოლიტენში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა ცოტა ხნით შეფერხებული იყო.
მგზავრებით სავსე მატარებელი ადგილიდან დაძვრიდან რამდენიმე წამში გაჩერდა და უკუსვლით საწყის პოზიციაზე დაბრუნდა. მოძრაობა დაახლოებით 15 წუთის მანძილზე იყო შეჩერებული.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მეტროსადგურში მოძრაობა ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხდა. მატარებელი გაჩერდა და ვაგონი მგზავრებისგან დაცალეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მატარებელი სხვა შემადგენლობით ჩანაცვლდა და მოძრაობა უკვე აღდგენილია.
კომენტარი