კირკოროვი ტიმოტის ფსიქიატრიული დაწესებულებით ემუქრება (ვიდეო)
ფილიპ კირკოროვი რეპერ ტიმოტის სასამართლოში უჩივლებს. ეს ყოველივე კი რეპერის მხირად კირკოროვისადმი გამოჩენილმა უხეშობამ და ვიდეორგოლმა „Давай, до свиданья“-მ გამოიწვია.
კირკოროვის ადვოკატი, ალექსანდრ დობრავინსკი კი უკვე განიხილავს რეპერის დასასჯელად გამოსადეგ შესაძლო გზებს. თუ კირკოროვი ტიმოტის მართლაც უჩივლებს, მაშინ მომღერალს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, ან რამდენიმე თვით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თავის ამოყოფა ემუქრება.
„თუ გიჟი საშიშია, მაშინ იგი საზოგადოებას უნდა მოვაცილოთ. იგი ციხეში არ უნდა ჩავსვათ, არამედ უნდა ვუმკურნალოთ. კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი მისთვის ზოოპარკში მუშაობაა. წარმოიდგინეთ რეპერი, რომლმაც დღეში რვა საათი სხვადასხვა ცხოველების ფეკალიები უნდა წმინდოს“, - ამბობს დობროვინსკი.
შეგახსენებთ, რომ „მუზ-ტივის“ დაჯილდოვების შემდეგ, ტიმოტიმ საკუთარი სოციალური ქსელით დააფიქსირა აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ჯილდოები არასწორად იქნა გადანაწილებული.
შედეგად კი სოციალური ქსელის კედელზე მსგავსი კომენტარები დატოვეს მუსიკოსებმა:
კირკოროვი: შენ რაიმე პრეტენზიები გაგიჩნდა? გულწრფელად თქვი!
ტიმოტი: რამე არ შეგეშალოს, მე შენი „საქათმიდან“ არ ვარ, ასე რომ „Давай, до свиданья“!
ამ სკანდალიდან ერთი კვირის შემდეგ კი რეპერმა ყოველივეს დაგვირგვინება გადაწყვიტა და გადაიღო კლიპი სახელწოდებით „Давай, до свиданья“. საკუთარ ვიდეო რგოლში ტიმოტი საუბრობს არა მხოლოდ კირკოროვის უსამართლობაზე, არამედ მთელი რუსეთის შოუ-ბიზნესზე.
კომენტარი